ხვალ პარლამენტი ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოსა და თამარ ჟვანიას მოუსმენს

31 მაისის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართება. ინტერპელაციის წესით გაგზავნილ კითხვებზე პასუხის გასაცემად პარლამენტში მიწვეული არიან: პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია. მოსმენა ოთხ ინტერპელაციის ფორმატში გაიმართება.

თამარ ჟვანია პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა პასუხის მისაღებად კითხვაზე, რა რეაგირებას ახდენს საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ დარღვევებზე.

დავით სერგეენკო ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ სოციალური დახმარებების განაწილებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის საკითხთან დაკავშირებით მიიწვია.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, მას კითხვები ფრაქციამ “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ გაუგზავნა. ბახტაძესთან ორი ინტერპელაცია გაიმართება. თავდაპირველად პრემიერ-მინისტრს პასუხების გაცემა მოუწევს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დაზუსტების საკითხზე, ახალ საბანკო რეგულაციებზე, “თიბისი“ ბანკის საქმეზე. გარდა ამისა, ფრაქცია “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ საინტერპელაციო კითხვა ეხება საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გადახდილი შრომის ანაზღაურების მოცულობასა და დასაქმებული პირების რიცხოვნობას.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე