დამოუკიდებელ დეპუტატთა ნაწილი პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის გადადგომას მოითხოვს

დამოუკიდებელ დეპუტატთა ნაწილი პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის გადადგომას მოითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა, მას პარლამენტში ხვალ პრემიერთან ერთი კითხვა ექნება, როდის აპირებს გადადგომას.

„მექნება ერთი კითხვა, როდის აპირებს გადადგომას. ამ ქვეყანაში ერთადერთია, რომელსაც საკუთარი თავი მოსწონს და ვერ მორჩა თვითტკბობას“, - აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვს დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი. როგორც გოგიჩაიშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ნათია თურნავა კორუმპირებული მინისტრია, რომელიც გარკვეულმა ბიზნესკლანმა დანიშნა თანამდებობაზე.

„თურნავა თავისი წარსულით არის კორუმპირებული და როცა ის მობრძანდება პარლამენტში, მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ის არის კონკრეტული ბიზნესჯგუფის მიერ დასმული მინისტრი, რომელიც ასრულებს მათ დავალებებს“, - აღნიშნავს ლევან გოგიჩაიშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს