ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობის დეპუტატებს თბილისის მერიის დაკვეთის შემსრულებლებს უწოდებს

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობის დეპუტატებს თბილისის მერიის დაკვეთის შემსრულებლებს უწოდებს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვლავ დებატების თემა იყო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ახალი ე.წ. მშენებლობის კოდექსით განსაზღვრული რეგულაციების გადავადება ხდება.

ამ მიმართულებით სამ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დღეს მეორე მოსმენით განიხილეს და კენჭი უყარეს.

„კანონპროექტის ირგვლივ მთელი ამბებია. პირველ რიგში არის დეკლარირებული უპატივცემულობა ქალაქ მერიის მიერ საქართველოს პარლამენტის მიმართ. ეს კიდევ დადასტურდა გუშინ მათ კომენტარებში, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ პარლამენტში საქმეზე სასაუბროდ კი არ იყვნენ მოსული, არამედ იყვნენ შეწუხებულები, რომ მერს და მერიის საქმიანობას რაღაცნაირად ჩვენ კომიტეტზე ჩრდილი მივაყენეთ. მათ იცოდნენ, რომ კოდექსის ამოქმედება პრობლემას შეუქმნიდა მათი გადმოსახედიდან ნებართვების გაცემას და ქალაქში კოლაფსი იქნებოდა, ოღონდ მათ ჩათვალეს, რომ 2 დღით ადრეც საკმარისი იყო შემოეტანათ იმისათვის, რომ საერთოდ არ თვლიან თქვენს ინფორმირებულობას საჭიროდ, რადგან ღილაკებზე თითის დამჭერებად ესახებით ამ პარლამენტში და ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ქალაქის მერის დავალებით ასე მარტივად გაიტანონ. ეს არის თქვენი არჩევანი - იქნებით მერიის დამკვეთები პარლამენტში და მერია იქნება გავლენის მომხდენი. მესმის, ბუნებრივია გენერალური მდივანია და ვის გაქვთ იმის უნარი, რაიმე წინააღმდეგობა გაუწიოთ. იქნებით სულ ასე ერთი წლის განმავლობაში“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი