„ნიკორამ“ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

"ნიკორამ“ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტები „ნიკორას“ შვილობილ კომპანიებში, სხვადასხვა პოზიციაზე სტაჟირებას გაივლიან და პრაქტიკულ გამოცდილებასაც მიიღებენ. მემორანდუმი 1-წლიან პერიოდს მოიცავს.

კომპანიაში განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. უკვე ერთი წელია, რაც თავისუფალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კვების პროდუქტების ტექნოლოგიების 4 საუკეთესო სტუდენტი, ყოველთვიურად, „ნიკორას“ დაფინანსებით სტიპენდიას იღებს.

„განათლება ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი პროექტი განვახორციელეთ. გარდა ზემოთაღნიშნულისა, კომპანიაში მუდმივად ტარდება სხვადასხვა ტრენინგები, რომელიც დასაქმებულების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. ამ მიმართულებით მომავალშიც ბევრი საინტერესო პროექტი იგეგმება, რადგან ვფიქრობთ რომ განათლება ქვეყნის განვითარების საფუძველია,“ - აცხადებენ „ნიკორაში“.

„ნიკორას“ ყურადღების ქვეშ მხოლოდ საუნივერსიტეტი განათლება არ ექცევა. ახლახანს დასრულდა კონკურსი, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი. გამოვლინდა 3 გამარჯვებული და მათ წამახალისებელი საჩუქრები გადაეცათ.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა