მაია ცქიტიშვილი - არამარტო სიტყვით, არამედ საქმითაც არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს უპრეცედენტო დამოკიდებულება

არამარტო სიტყვით, არამედ საქმითაც არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ მთელ სამთავრობო სტრუქტურებს ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება, - ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც ხაზარაძე განმარტავს, რომ ფოთის პორტის მშენებლობის საკითხი საფრთხეშია.

„რაც შეეხება ანაკლის კონსორციუმის და ბატონ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სამწუხაროდ არაერთხელ გავქვს ნანახი მისი მხრიდან საკმაოდ ემოციური განცხადებები და ცოტა ნაჩქარევიც. ჩვენ ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება, მთელ სამთავრობო სტრუქტურებს. მათ შორის, ამ პროექტისთვის არის შექმნილი უნიკალური პირობები, არაერთი მხარდამჭერი და კომპრომისული გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმისთვის, ამ პროექტის განხორციელებას არანაირი საფრთხე არ შეექმნას. უშუალოდ სახელმწიფო აპირებს ამ მიმართულებით ინვესტიციის ჩადებას, 100 მილიონის ჩადებას, 300 მილიონზე მეტი ლარის საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნას“, - აღნიშა მაია ცქიტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა