მამა გიორგი ფირცხელანი - გაჩნდება პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები მოახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას

კონკრეტული პროგრამა დაიწერა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს შეეძლოთ თავისი თავის რეალიზება და გაჩნდება პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები მოახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, - ამის შესახებ მთაწმინდის ღირსი მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურმა, მამა გიორგი ფირცხელანმა სამების ახალგაზრდულ ცენტრში, ახალგაზრდების თვითრეალიზაციის პრობლემაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკლესია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმებასაც, თუმცა ძირითადი პრობლემა მათი შინაგანი მდგომარეობაა და იმ ენერგიის დეფიციტი, რასაც თვითრეალიზებული ადამიანები უნდა გრძნობდნენ.

„საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი გამოცდილება და ამავე დროს, რესურსი გააჩნია, რომ დაეხმაროს ახალგაზრდებს რეალიზებაში. დღეს გაჟღერდება კონკრეტული ინიციატივები ამ მიმართულებით. დაიწერა პროგრამა, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევეცდებით გავარღვიოთ ის მანკიერი წრე, რომელშიც დღეს საზოგადოება იმყოფება. ეკლესიისგან კონკრეტული ინიციატივები გაჟღერდება, როგორც აღვნიშნე, კონკრეტული პროგრამა დაიწერა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს შეეძლოთ თავისი თავის რეალიზება და გაჩნდება პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები მოახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. ეკლესია ხელს შეუწყობს მათ დასაქმებასაც, მაგრამ ძირითადად ეს პრობლემა არ უკავშირდება მხოლოდ დასაქმებას. თვითრეალიზების დროს, შეიძლება ადამიანი დასაქმებული იყო, მაგრამ მას არ ჰქონდეს ბედნიერების და სიხარულის განცდა. ძირითადი პრობლემაა ის შინაგანი ენერგია, რომლის დეფიციტსაც დღეს ახალგაზრდობა განიცდის", - განაცხადა მამა გიორგიმ.

როგორც მამა გიორგიმ აღნიშნა, მართლმადიდებელი მღვდელმსახურები და მრევლი მოწოდებულია, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოსა და ეკონომიკის სამართლიან მოწყობაში. ამასთან, ჩაერთონ საზოგადოების ყოველი ყოველი წევრის პროფესიონალური და ყოფითი რეალიზაციის უზრუნველყოფაში.

მისივე თქმით, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს "კრიმინალური დამნაშავეობის განმაპირობებელი მიზეზების აღმოჩენასა და აღმოფხვრაში".

"ეკლესიას სურს და ყველა ძალით იბრძოლებს ახალგაზრდების ბედნიერებისა და რეალიზებისთვის", - აღნიშნა მამა გიორგიმ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა