ირაკლი კობახიძე ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლიეტუვაში შეხვედრებს მართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, საულიუს სკვერნელისთან შეხვედრით დაასრულა.

მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები მიმოიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ასევე კულტურისა და განათლების სფეროში არსებული მჭიდრო კავშირები და ამ მიმართულებით, თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივები.

ამასთანავე, შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება განიხილეს. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

„პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მეგობარია. ვისაუბრეთ ყველა ასპექტზე. გვქონდა საუბარი პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მეგობრობა ტრადიციულად და ისტორიულად, არის ძალიან მჭიდრო და ძალიან მჭიდროა ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობა. ასევე, აქცენტი გავაკეთეთ, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარებასთან და აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობებისთვისაც. ასევე, ვიმსჯელეთ ევროინტეგრაციისა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და განვიხილეთ კონკრეტული მიმართულებები, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობის განვითარება. ასევე, შევეხეთ კულტურისა და განათლების სფეროს. განათლების სფეროში ლიეტუვასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. მადლობა გადავუხადეთ მხარდაჭერისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ჩვენი სტუდენტებისთვის. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ყველა მიმართულებით და თითოეულ ამ ასპექტზე გვქონდა საუბარი“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, ხვალ ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის.

დელეგაციის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე, გიორგი კანდელაკი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა