თამარ ჩუგოშვილმა იმ შეკითხვებზე ისაუბრა, რომლებსაც ინტერპელაციის წესის ფარგლებში, დეპუტატები მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოსა და თამარ ჟვანიას ხვალ დაუსვამენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა იმ შეკითხვებზე ისაუბრა, რომლებიც ინტერპელაციის წესის ფარგლებში, დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიასთან გააგზავნეს და რომელსაც პარლამენტში ხვალ დაუსვამენ.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ძირითადი კითხვები ოპოზიციის მხრიდან არის გაგზავნილი. მათ შორის, პრემირ-მინისტრთან გაგზავნილი კითხვები შეეხება როგორც საფინანსო რეგულაციების, ასევე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას.

რაც შეეხება უმრავლესობის შეკითხვებს, როგორც ჩუგოშილმა განაცხადა, მათ ჯანდაცვის მინისტრს კითხვა სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით დაუსვეს.

„რა კითხვები იქნება თითოეულ ინტერპელაციაზე დასმული, ყველა კითხვა არსებობს უკვე წერილობით. მე არ გამიგზავნია კითხვა, ძირითადად კითხვები არის ოპოზიციის მხრიდან გაგზავნილი. ორი კითხვა არის გაგზავნილი პრემიერ-მინისტრთან. პირველი წერილი თავის თავში მოიცავს რამდენიმე საკითხს და ეხება როგორც საფინანსო რეგულაციებს, ასევე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და რამდენიმე სხვა საკითხს მოიცავს. მეორე წერილი, ანუ მეორე ინტერპელაციის შეკითხვა მოიცავს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხებს. ასევე, არის მოწვეული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მასთან დაკავშირებითაც ასევე ოპოზიციის მხრიდან არის გაგზავნილი კითხვები და ბოლოს, უმრავლესობის წევრებისგან არის გაგზავნილი კითხვა ჯანდაცვის მინისტრთან, რომელიც სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრებს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე