საქართველოს პარლამენტის წევრები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის წევრები სლოვაკეთში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტარები საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, 31 მაისიდან 3 ივნისამდე შეიკრიბებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საპარლამენტო ასამბლეაზე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლები გლობალური უსაფრთხოების, ამერიკისა და ევროპისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.

„საქართველოს პარლამენტიდან ასამბლეის სხდომებში უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, ასევე ოპოზიციიდან ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი მიიღებენ მონაწილეობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა