ბათუმის საკრებულოში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ომარ მახარაძე თემურ კახიძემ ჩაანაცვლა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების" წევრის, ომარ მახარაძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრა გაიმართა.

ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების" წევრი თემურ კახიძე გახდა, მას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. თემურ კახიძემ „ქართული ოცნების" წევრი ომარ მხარაძე ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლა.

ბსუ-ს ყოფილმა ლექტორმა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება- მრეწველები" დატოვა, რის შედეგადაც ფრაქციაც დაიშალა.

ომარ მახარაძემ ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებით ბათუმის საკრებულოს რამდენიმე დღის წინ თავად მიმართა. იგი დღევანდელ სხდომას არ დასწრებია.

შეგახსენებთ, რომ ბსუ-ს ყოფილ ლექტორს ომარ მახარაძეს საკუთარი სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, საგამოძიებო ორგანომ მხარეები გამოკითხეს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა