დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში 700 000-ზე მეტი პენსიონერია. სახეზეა ერის აქტიური დაბერება

საქართველოში 700 000-ზე მეტი ხანდაზმული ანუ ასაკით პენსიონერია. სახეზეა ერის აქტიური დაბერება, - ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ჯანდაცვის მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. მისი თქმით, ამ რეალობაში საპენსიო რეფორმა აუცილებელი იყო.

„საქართველოში 700 000-ზე მეტი ხანდაზმული ანუ ასაკით პენსიონერია. ამას ვერ დავაბრალებთ ვერც დღევანდელ და ვერც ყოფილ ხელისუფლებას. ეს არის დემოგრაფიული წარსულის შედეგი. ეს არ არის ნეგატივი, მაგრამ სახეზეა ერის აქტიური დაბერება. საბიუჯეტო რისკებთან ერთად, სხვა რისკებიც შეიძლება იქნას, თუ პოლიტიკა სწორად არ დაიგეგმა. ვფიქრობ, ამ რეალობაში საპენსიო რეფორმა იყო აუცილებელი,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი განცხადებით, წინა ხელისუფლების პერიოდში, სოციალურად დაუცველთა რაოდენობას საარჩევნოდ ზრდიდნენ, არჩევნების შემდეგ კი - ამცირებდნენ.

„არაერთხელ მითხოვია, სოციალური თემატიკა არ გავხადოთ პოლიტიკური ვაჭრობის საგანი, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ვერ მივაღწიე. წარსულიც ასეთი იყო. სოციალურად დაუცველთა რაოდენობრივი ზრდა პირდაპირ კავშირში იყო საარჩევნო კალენდართან. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რიცხოვნობის მატება ხდებოდა და არჩევნების შემდეგ, სულ 2-3 თვე იყო საკმარისი იმისათვის, რომ ეს რიცხვი საწყის რაოდენობას დაბრუნებოდა. ანუ ეხსნებოდათ სოციალური დაუცველის სტატური და შესაბამისად, შემწეობებიც,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა