სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდა

სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდა. პრეზიდენტმა მსვლელობა სამცხე-ჯავახეთიდან, ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან დაიწყო და სავარაუდოდ, სოფელ საღამოსთან დაასრულებს.

მანამდე კი მომლოცველები ფარავნის ტბასთან შეიკრიბებიან, სადაც წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

მსვლელობას ივერიის და ღვთისმშობლის ხატებით გაუძღვებიან.

პრეზიდენტთან ერთად, წმინდა ნინოს გზას 60-მდე მონაწილე გაივლის, რომლებიც 42 დღის განმავლობაში ივლიან მცხეთის მიმართულებით და მსვლელობას 12 ივლისს, სვეტიცხოვლობამდე, მცხეთაში დაასრულებენ.

ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ, სხვადასხვა ეპარქიის როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.

მსვლელობამდე, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ფოკას მამათა მონასტერში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია