დამწვრობის ცენტრში ფსიქო-სოციალური სერვისი ამოქმედდა

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ფსიქო-სოციალური სერვისი ამოქმედდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კლინიკის მცირეწლოვან პაციენტებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და პროექტს ადგილზე გაეცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა.

„პროექტის ფარგლებში, ცენტრში ბავშვზე ორიენტირებული გარემო შეიქმნა. საჭირო ინვენტარით და მასალებით მოეწყო სათამაშო ოთახი. დასაქმდნენ ფსიქოლოგები, რომლებიც დარგის სპეციალისტებთან ერთად, პაციენტებისთვის სამედიცინო პროცედურების დროს სტრესის შემცირებაზე იზრუნებენ. მოამზადებენ ბავშვებსა და მშობლებს მოსალოდნელ სამედიცინო გამოცდილებაზე, უზრუნველყოფენ განმავითარებელ, საგანმანათლებლო და თერაპიულ ინტერვენციებს. თამაშის საშუალებით, სპეციალისტები დაეხმარებიან პატარა პაციენტებს ზრდა-განვითარებაში და ასწავლიან სტრესთან გამკლავების მეთოდებს. ამისთვის ფსიქოლოგებმა შესაბამისი სწავლება 6 თვის განმავლობაში გაიარეს და ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება ამერიკელი კოლეგებისგან გაიზიარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომზადდა ქართულენოვანი გაიდლაინიც. სამომავლოდ, პროექტი სხვა ბავშვთა განყოფილების მქონე კლინიკებშიც დაინერგება.

პროექტი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ფონდ - „Standish Foundation for Children“-ის მხარდაჭერით განხორციელდა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: დამწვრობის ცენტრში ფსიქო-სოციალური სერვისი ამოქმედდა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა