ჟვანიას მოედანთან საავტომობილო გზის საფარი ჩაინგრა და ადგილზე გაჩერებული სამი ავტომანქანა ჩაიყოლა

თბილისში, ჟვანიას მოედანთან, მგალობლიშვილის ქუჩაზე, წყლის ცენტრალური მილების დაზიანების გამო საავტომობილო გზის საფარი ჩაინგრა და ადგილზე გაჩერებული სამი ავტომანქანა ჩაიყოლა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ამ დრომდე ადგილზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მომხდარის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი, რომელიც აღნიშნულ მონაკვეთზე იყო გაჩერებული.

„წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო, ჩაინგრა გზის მონაკვეთი, სადაც ჩავარდა ადგილზე გაჩერებული ავტომობილები“, - განაცხადეს შსს-ში.

ამ დროისთვის დაზიანებული ავტომანქანები ტერიტორიიდან გაყვანილია.

იხილეთ ვიდეო: კადრები ჟვანიას მოედნიდან, სადაც გზის საფარი ჩაინგრა და ავტომობილები ჩაიყოლა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა