„თბილისის მიკროავტობუსი“ დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსების მუშაობის შეფერხების მიზეზს განმარტავს

„თბილისის მიკროავტობუსი“ დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსების მუშაობის შეფერხების მიზეზს განმარტავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, დღეს დილიდან მიკროავტობუსების მუშაობის შეფერხება, კაიროს ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხთან მოსახლეობის მიერ გზის გადაკეტვას უკავშირდებოდა, თუმცა ამ დროისთვის გზა გახსნილია.

„3 ივნისს, დილის 06:00 საათზე კაიროს ქუჩაზე მდებარე თბილისის მიკროავტობუსების ავტოფარეხიდან სატრანსპორტო საშუალების სამუშაო ხაზებზე გასვლას შეექმნა პრობლემა. ადგილობრივმა მოსახლეობამ გასასვლელი ჩაკეტა კონკრეტული მოთხოვნების საფუძველზე, რომელიც არ უკავშირდება კომპანიის მუშაობას. ამ დროისთვის ავტოფარეხიდან მიკროავტობუსების გასასვლელი გათავისუფლებულია და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დილიდან შეფერხებით მუშაობდნენ სამარშრუტო ტაქსები ვარკეთილი-ვაზისუბნიდან ქალაქის ცენტრალური ნაწილის მიმართულებით.

იხილეთ ვიდეო: თბილისში მიკროავტობუსების ნაწილი ხაზებზე დროულად ვერ გავიდა - კომპანიამ განცხადება გაავრცელა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა