თელმან ალიევი - „კასპიის მე-8 საერთაშორისო ენერგეტიკის ფორუმი თბილისი-2019“-ზე ყურადღებას გაამახვილებს აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში

„კასპიის მე-8 საერთაშორისო ენერგეტიკის ფორუმი თბილისი-2019“, რომელიც ჩანიშნულია 21 ივნისისათვის, ყურადღებას გაამახვილებს აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში, - ამის შესახებ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და კასპიის ევროპული კლუბის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, თელმან ალიევმა განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, „კასპიის ენერგეტიკის ფორუმს თბილისი - 2019“ 30 ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი დაესწრება. მათ შორის არიან საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებების უფროსები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური და საერთაშორისო მისიების, ასევე მსხვილი დიპლომატიური საერთაშორისო კომპანიებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების წარმომადგენლები.

ამასთან, ფორუმზე გაიმართება პლენარული თემატური სესიები. მონაწილეებს ექნებათ დამატებითი შესაძლებლობა იმუშაონ და იკონტაქტონ შესვენებისა და ბიზნეს-ლანჩის დროს.

„როგორც შეთანხმებულია ქვემო-ქართლის რეგიონის თანამდებობის პირებთან, CEO Lunch Marneuli იქნება ორგანიზებული კასპიის ევროპული კლუბის წევრი კომპანიების ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან რეგიონში თანამშრომლობით“, - განაცხადა თელმან ალიევმა.

ცნობისთვის, კომპანია Caspian Energy Georgia კასპიის ენერგეტიკის ფორუმი თბილისი-2019-ს ორგანიზატორია. ღონისძიების სპონსორია „პაშა ბანკი საქართველო“. ფორუმი გაიმართება საქართველოს მთავრობის, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსა და კასპიის ევროპული კლუბის მხარდაჭერით.

კასპიის ევროპული კლუბი, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყნის 5000-ზე მეტ წევრ კომპანიასა და ორგანიზაციას აერთიანებს, 2002 წლის ივნისში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი კომპანიების მხარდაჭერით დაფუძნდა, რომლებიც კასპიის-შავი ზღვის რეგიონში მუშაობენ, ასევე კასპიის ენერგიის საერთაშორისო მედია ჯგუფის აქტიური ჩართულობით.

კასპიის ევროპული კლუბის დამფუძნებელი და პირველი თავმჯდომარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა