ზაჰესში 3 წლის ბავშვი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოებში პოლიციაა ჩართული.
ჯერჯერობით უცნობია რა ვითარებაში გაუჩინარდა ბავშვი.