ირაკლი ბერაიამ აშშ-ის კონგრესმენს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ბერაიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის კონგრესმენს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს ჯერი კონოლის საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მსურს მადლობა გადავუხადო ამერიკის კონგრესს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული რეფორმების, თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით გამოვყოფდი თქვენს როლს, კონგრესმენო, ქართულ-ამერიკული ურიერთობების განმტკიცებასა და გაღრმავებაში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა, რაც მათ შორის, სხვადასხვა სამართლებრივ აქტსა და ორპარტიულ რეზოლუციებშია ასახული. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ მხარდაჭერის შემდგომ გაძლიერებას, რისი ნათელი დადასტურებაც თქვენი და კონგრესმენ კინზინგერის მიერ ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტია, რისთვისაც მსურს ქართული დელეგაციის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მადლიერება”, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ამასთან, ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ ქართული დელეგაცია მიესალმება კონგრესმენის მიერ NATO-ს შესახებ მომზადებულ ანგარიშს, დოკუმენტში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აგრესიული ქმედებების დაგმობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის ხაზგასმას.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა