ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურის მოსახლეობამ წყლის  მიწოდების მოთხოვნით სოფელთან მისასვლელი გზა გადაკეტა

ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურში მცხოვრებლები წყლის მიწოდებას ითხოვენ. მათ პროტესტის ნიშნად სოფელთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ წყალი ერთი თვეა არ მიეწოდებათ.

„სოფელში ერთი თვეა წყალი არ მოდის, დასალევი წყალს მეზობელი სოფლებიდან ვეზიდებით, ან ქალაქში ჩავდივართ და ვყიდულობთ", - განაცხადა სოფელ სალიბაურში მცხოვრებმა მადონა რიჟვაძემ.

აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იმყოფებიან. მათი განცხადებით, გასულ წელს ხელვაჩაურში წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად 5 მილიონი დაიხარჯა, თუმცა, წყლის პრობლემა ისევ დგას.

ადგილზე სოფლის გამგებელი გელა ცინცქილაძე მივიდა. როგორც გელა ცინცქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სოფელს სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. მისი თქმით, ცენტრალურ რეზერვუარში წყლის მარაგი არ არის და ბათუმის წყალზე უნდა მოხდეს დაერთება. მისი თქმით, ბათუმის წყალზე დაერთებას ცენტრალური მთავრობიდან ნებართვა სჭირდება.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა