ექიმის ინფორმაციით, ქუთაისში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მუშა, რომელიც ქუთაისში მშენებლობიდან გადმოვარდა, „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრშია“ მოთავსებული. მას მრავლობითი მოტეხილობა აქვს. მკურნალი ექიმის თქმით, დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 52 წლის მამაკაცი სიმაღლიდან ვარდნით მიღებული მრავლობითი ტრავმებით შემოიყვანა. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. არის ტრავმული შოკი, მრავლობითი მოტეხილობები, იმყოფება მართვით სუნთქვაზე არასტაბილური ჰემოდინამიკით. ჩაუტარდა ყველა გამოკვლევა, ამჟამად მისი მდგომარეობის სტაბილიზებას ველოდებით, რომ დაიგეგმოს შემდეგი ტაქტიკა მკურნალობის მიზნით“, –განაცხადა ლევან ჭელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა