ირაკლი კობახიძე ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაზე - რომ არა სიყვარული და რომ არა სული და გული, ეს ყველაფერი ვერ გაკეთდებოდა

რომ არა სიყვარული და რომ არა სული და გული, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ვერ გაკეთდებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რეაბილიტირებული ორბელიანის მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე არის ძალიან ემოციური და ამავდროულად თითოეული მოქალაქისთვის მეტად საამაყო.

„დღეს არის ძალიან ემოციური დღე. ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ქალაქი. თბილისი არის ქალაქი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ და ალბათ, დღეს არის ის დღე, რომლითაც თბილისს შეუძლია გამორჩეულად იამაყოს, თითოეულ თბილისელს შეგვიძლია გამორჩეულად ვიამაყოთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თბილისის მერს კახა კალაძეს და ყველა იმ პირს, რომელიც ორბელიანის მოედანთან დაკავშირებულ სამუშაოებში იყო ჩართული.

„მე მახსოვს, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, დაახლოებით 1 თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც კახიმ დაიკავა თბილისის მერის თანამდებობა, როგორი ენთუზიაზმით და როგორი სიყვარულით საუბრობდა ის ამ პროექტზე. ნამდვილად წარმოუდგენელი იყო, რომ წელიწადნახევარში ასეთი მასშტაბის სამუშაოები შესრულდა. რომ არა სიყვარული და რომ არა სული და გული, ბუნებრივია, ეს ვერ მოხერხდებოდა და ვერ გაკეთდებოდა. ასეთი სიყვარულით აკეთებს თითოეულ საქმეს, რომელსაც ხელს ჰკიდებს კახი კალაძე და მას ჩვენი განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელი დღე ყველას მიულოცა და დედაქალაქს მეტი გალამაზებული ქუჩა და მოედანი უსურვა.

„მინდა ვუსურვო ჩვენ დედაქალაქს, რომ მისი თითოეული ქუჩა, თითოეული მოედანი ისე გალამაზებულიყოს, როგორი ლამაზიც არის დღეს ეს მოედანი და ეს ქუჩები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა