დოროთე დბარი - საქართველოს ეკლესია თუ უკრაინის ეკლესიას აღიარებს, რუსეთი აფხაზეთთან მიმართებაში გარკვეულ ნაბიჯებს გადადგავს

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი დოროთე დბარი, რომელსაც რუსეთის ეკლესიის მიერ შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, „Апсны. Иахьа“-ს. ინტერვიუში ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თუკი საქართველოს ეკლესია უკრაინის ახლად დარსებული ეკლესიის დამოუკიდებლობას აღიარებს, რუსეთის ეკლესიამ, შესაძლოა, აფხაზეთან მიმართებით გარკვეული ნაბიჯები გადადგას.

„მე კარგად ვიცნობ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. მე იქ 8 წელი ვსწავლობდი. კარგად ვიცნობ საეკლესიო მაღალჩინოსნებს, რომლებიც ახლა მართავენ რუსეთის ეკლესიას. მე ვაცალკევებ რუსეთის ეკლესიას ჩინოვნიკებისგან. ეკლესია წმინდაა, იქ სრულიად სხვა რამეა, ხოლო არსებობენ დროებითი მაღალჩინოსნები. მათი ამოცანები სრულიად სხვაგვარი ხასიათისაა იმის გათვალისწინებით, რასაც ვხედავთ და რაც გვესმის - სკანდალები, ქონების გადაცემა, ტაძრები და ა.შ. სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში განიხილებოდა აფხაზეთი. ამ თვალთახედვით, უკაცრავად და ჩემი სიჯიუტე დაკავშირებულია იმასთან, რომ მსურს რომელიმე ტაძარს აფხაზეთში, მით უმეტეს, ათონის მონასტერს სარგებელი მოჰქონდეს არა პირადად ვიღაცისთვის - იერარქისთვის, ან საეკლესიო ჩინოვნიკისთვის, არამედ აფხაზი ხალხისთვის. მე გარწმუნებთ, რომ თუკი ქართველები აღიარებენ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთის ეკლესიამ ჩვენთან მიმართებაში მეტად აქტიური ნაბიჯები გადადგას. მზად ვარ სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის, ნებისმიერი სცენარისთვის. მე ეს არ მაღელვებს. ერთადერთი, რაც არ მინდა ცხოვრებაში, ეს არის ჩემი ხელით დავთმო აფხაზეთის ეკლესიის ინტერესები, საკუთარი ხელით დავთმო ეს მონასტერი. ჩვენ არაერთხელ ჩავიდინეთ ასეთი შეცდომა. როდესაც აფხაზეთის სასულიერო პირებმა 1917 წელს გამოაცხადეს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია, საქართველოს ეკლესიამაც გამოაცხადა. მათ კრძალავდნენ, მაგრამ თქვეს, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ ავტოკეფალია და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ კი აფხაზები, ყოველთვის სხვის აზრს ვუგდებდით ყურს. ჩვენ შეგვპირდნენ, რომ მოსკოვში ჩვენ საკითხს განიხილავდნენ, დავუჯერეთ და შემდეგ საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში აღმოვჩნდით“, - აცხადებს დბარი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია