მომხმარებელთა მომსახურების კიდევ უფრო გამარტივების მიზნით, „ბილაინმა“ ქართული ტელეკომის ინდუსტრიაში პირველი მულტიფუნქციური ჩატ-ბოტი დანერგა

„ბილაინმა“, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრმა, მომხმარებლების მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, ახალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჩატ-ბოტი სუპერ • ბი დანერგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ბილაინიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ჩატ-ბოტი ქართულად საუბრობს და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, Facebook Messenger-ის მეშვეობით. შესაბამისად, სუპერ • ბი -ს გამოყენებისთვის საკმარისია მომხმარებელს ჰქონდეს Facebook -ის ანგარიში.

ჩატ-ბოტის შექმნაზე იმუშავა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ექსკლუზიურად მომუშავე ქართულმა კომპანიამ Pulsar AI.

„ბილაინის“ ინფორმაციით, საქართველოს ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში სუპერ • ბი პირველი მულტიფუნქციური, მესენჯერზე დაფუძნებული ჩატ-ბოტია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს უკვე ბევრი მომსახურების მიღება შეუძლია, მათ შორის: ბალანსის შევსება საკუთარ და სხვის ნომერზე; თანხის გადარიცხვა ნომრიდან ნომერზე; ბალანსის შემოწმება; მიმდინარე მომსახურებების, პაკეტებისა და ტარიფების შემოწმება; განვადების დეტალების შემოწმება; დეტალური ამონაწერის მიღება; კრედიტის, ტარიფისა და პაკეტების გააქტიურება/გათიშვა; ინფორმაციის მიღება "ბილაინის" მომსახურებების შესახებ.

„სამომავლოდ სუპერ • ბი ახალ ფუნქციებსაც შეიძენს და მომხმარებლებს კიდევ უფრო სრულყოფილ მომსახურებას შესთავაზებს. „ბილაინის“ მიზანია, უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი იყოს მომხმარებლისთვის კომპანიასთან კომუნიკაცია და „ბილაინის“ მომსახურებებისა თუ პროდუქტების გამოყენება.

სუპერ • ბი -სთან დასაკავშირებლად ეწვიეთ: https://www.facebook.com/superbuperb /“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი