რუსთავის მერი აცხადებს, რომ სახლი, სადაც ქურდობა მოხდა არა მისი, არამედ მისი ბაბუის საკუთრებაა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, სახლი, სადაც ქურდობა მოხდა, მის საკუთრებას წარმოადგეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

,,ეს არ არის ჩემი სახლი. ეს არის ბაბუის სახლი, რომელიც დედის მამას ეკუთვნოდა და ჩემს საკუთრებას არ წარმოადგენს", - აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.

მისივე თქმით, სოფელში მიწის ნაკვეთი აქვს და აღნიშნული სახლის მარანს, საყოფაცხოვრებო ნივთების შესანახად იყენებს.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში, რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას სახლი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ე.წ. ხელის ტრაქტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა