გორის ჰოსპიტალში გარდაცვლილი ლევან ჯიოშვილის ახლობლები საავადმყოფოს ადმინისტრაციისგან ითხოვენ პასუხს, თუ რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი სამოქალაქო პირია. მისი ახლობლების განცხადებით, ატენში მცხოვრებმა 31 წლის ლევან ჯიოშვილმა სამედიცინო დაწესებულებას მხრის არეში ჩივილებით ორი დღის წინ მიმართა, მოგვიანებით კი, ოჯახის წევრებს აცნობა, რომ ფილტვების ანთების დიაგნოზით სტაციონარში მოათავსეს.

გარდაცვლილის ნათესავების თქმით, ლევან ჯიოშვილის მდგომარეობა დღეს გართულდა და რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა, თუმცა, გარდაცვალების მიზეზებზე არაფერი იციან. ისინი ჰოსპიტლის ადმინისტრაციისგან ითხოვენ, რომ მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაცვლილ მამაკაცს ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში უტარდება. მომხდარის მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გახდება ცნობილი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა