ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი - თელავსა და სენაკში ცენტრების მშენებლობა იგეგმება - სტიგმა, რომ იქ ხალხს დაამწყვდევენ, უსაფუძვლოა

ეს ორი ცენტრი ბევრად უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ ორი ცენტრის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მომართვიანობა მაღალია, ამიტომ იგეგმება ორი მრავალპროფილური ცენტრის შენება - თელავსა და სენაკში.

მისივე თქმით, სტიგმა, რომ ეს რაღაც ტიპის დახურული დაწესებულება იქნება, სადაც ხალხს დაამწყვდევენ, უსაფუძვლოა.

„ახალი კლინიკების შენების პროცესი დიდი ხანია მიდის. ახლა ჩვენ ველოდებით ჩვენს პარტნიორებს ჩინეთიდან, რამდენადაც მე ვიცი, უახლოეს დღეებში დაგეგმილია მათი ვიზიტი და ასევე იგეგმება ორი მრავალპროფილური ცენტრის შენება თელავსა და სენაკში. ეს არის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომობის კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, იმდენად, რამდენადაც კახეთში სტაციონალური ცენტრი არ არსებობს და იგივე მდგომარეობაა სამეგრელოშიც, კერძოდ, სენაკში. ამდენად, ეს ორი ცენტრი ბევრად უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის შესაბამისი სერვისების ხელმისაწვსომობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის მონოპროფილური ცენტრი. სტიგმა, რომ ეს რაღაც ტიპის დახურული დაწესებულება იქნება, სადაც ხალხს დაამწყვდევენ, არის უსაფუძვლო. ფაქტია, რომ მოთხოვნილება მაღალია ფსიქიატრიულ სერვისებზე”, - განაცხადა ლაშა კილაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა