ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე  მოითხოვენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურას საბჭოს წევრი თამარ ონიანი ჩამოცილდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მოითხოვენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა რეგისტრაციის პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართოს და კანდიდატთა შერჩევის პროცედურას საბჭოს მოსამართლე წევრი თამარ ონიანი ჩამოცილდეს. აღნიშნულის შესახებ არამოსამართლე წევრებმა საბჭოში ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, იუსტიციის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის განაცხადი ხარვეზით შეავსო. ჯანეზაშვილის ინფორმაციით, კანონის თანახმად, მიქაუტაძეს განაცხადში უნდა მიეთითებინა, რომ 3 რეკომენდატორი ჰყავდა, თუმცა მან მხოლოდ ორი მიუთითა, რაც კანონდარღვევაა. ჯანეზაშვილის ინფორმაციით, იმის გამო, რომ გიორგი მიქაუტაძეს მისი ამ ხარვეზის გამოსწორების შანსი მიეცეს, იუსტიციის საბჭოს შესაბამისი დეპარტამენტი უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის მსურველებს უკავშირდება და სთხოვს, რომ დამატებით წარმოადგინონ ის დოკუმენტაცია, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რეგისტრაციისთვის იყო აუცილებელი, თუმცა მათ ეს თავიდანვე არ წარმოადგინეს.

„რამდენადაც მე მივიღე ინფორმაცია, ბოლო დღეების განმავლობაში საბჭოდან ურეკავენ განმცხადებლებს და სთხოვენ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენას. მსგავსი პროცედურები არ არის დადგენილი კანონით. ამიტომ მიმაჩნია, რომ ასეთი თვითნებობა, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული, არის სერიოზული დარღვევა და დაუშვებელია განმცხადებლები, რომლებიც ამ ეტაპზე მხოლოდ განმცხადებლის სტატუსით სარგებლობენ და არ არიან კანდიდატები, ჩაერთონ ამ უკანონო თამაშში, რომელიც წამოიწყო იუსტიციის საბჭოს მდივანმა", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

რაც შეეხება თამარ ონიანის აცილების საკითხს, რომელმაც უნდა შეაფასოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატები, ანა დოლიძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა ონიანის მაზლსაც სურს. შესაბამისად, მისი თქმით, იკვეთება ინტერესთა კონფლიქტიც.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესის ლეგიტიმურობას, ის ფაქტია, რომ ერთ-ერთი განმცხადებელი არის ზურაბ აზნაურაშვილი, რომელიც იუსტიციის საბაჭოს წევრის თამარ ონიანის მაზლია. ის ამ მომენტში მუშაობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსად. თამარ ონიანს ექმნება ინტერესთა კონფლიქტი კონკურსთან მიმართებაში, რადგან მისი ნათესავი ერთ-ერთი განმცხადებელია. ბუნებრივია, თუ თამარ ონიანი არ შეაფასებს თავის მაზლს, მაგრამ შეაფასებს თუნდაც სხვა მონაწილეებს, მას რჩება ბერკეტი, რომ მიკერძოებული იყოს თავისი ნათესავის მიმართ და შესაბამისად, შედარებით ნაკლები ქულები დაუწეროს სხვა კონკურსანტსა და განმცხადებელს", - განაცხადა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა