პარლამენტში სამეცნიერო-სტუდენტური კონფერენცია „აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო და ევროკავშირი“ გაიმართა

პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ინიციატივით, სამეცნიერო-სტუდენტური კონფერენცია „აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო და ევროკავშირი“ გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავს ეძღვნება.

მათი ინფორმაციით, კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ გახსნა.

„დღევანდელი კონფერენციის მასშტაბები, ახალგაზრდების დაინტერესება იმის იმედს მაძლევს, რომ საქართველო აბსოლუტურად სწორ გზაზე დგას, შესაძლოა ერთგვარი შეფერხებებით, მაგრამ საქართველო მიდის სწორი მიზნისაკენ და სწორი გზით. თვითონ აღმოსავლეთის პარტნიორობა მნიშვნელოვან დროს შეიქმნა და ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო განსაკუთრებით საჭიროებდა თავისი მეგობრების მხრიდან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მორალურ მხარდაჭერას. მხედველობაში მაქვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. მზადება იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ, უკვე დაწყებულია და მინდა, სიამოვნებით დავაფიქსირო, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის, მთლიანად ამ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიდერია. დამერწმუნეთ საქართველო ძალიან მალე, სწორედ თქვენი თაობის დახმარებით, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებში ჩადგება. ჩვენი ნიჭიერება, ჩვენი მდებარეობა, ჩვენი ბუნება იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა