ადვოკატი მიხეილ კალანდიას გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს

დაცვის მხარე მოვითხოვთ, რომ მთელი რიგი გარემოებებიდან გამომდინარე, მიხეილ კალანდია აღკვეთი ღონისძიების გარეშე იქნას დატოვებული, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ანი კოტეტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე მოტივს, რის გამოც არ უნდა იქნას გამოყენებული პატიმრობა. ასევე არის ევროსასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი სასჯელი მაღალია, ასევე არ უნდა იქნას პატიმრობა გამოყენებული. 2017 წლიდან მიმდინარეობს ეს საქმე და შესაბამისად, მიხეილ კალანდიას არ დაურღვევია არც ერთი წინაპირობა, არ მიმალულა, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და შესაბამისად, არასდროს არ უფიქრია ქვეყნის დატოვება. ეს ის ჩამონათვალია, რის გამოც პატიმრობა არ უნდა გამოიყენონ", - განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, ბრალის ფორმულირებიდან გამომდინარე, პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.

„რაც შეეხება მოზარდების ჩვენებებს მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ, ჩვენებებთან დაკავშირებით შესაძლოა რაღაც იყოს, თუმცა ესეც სასამართლოზე უნდა იქნას გამოკვლეული. როდესაც ეს მოწმეები სასამართლოში გამოცხადდებიან, ამის შემდგომ მიცემული ჩვენება იქნება მტკიცებულება, თუმცა მოლოდინი გვაქვს რომ ეს ასე არ იქნება", -აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე მოსამართლეს გირაოს შესთავაზებს, თუ რა თანხაზე იქნება საუბარი, ამას ოჯახთან დააზუსტების შემდეგ გაასაჯაროებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს