ეკონომიკის სამინისტრო - ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი ამერიკულ-კანადური წარმოებისაა, რომელიც 2018 წელს იყო გამოშვებული და მას ტექნიკური შემოწმება გავლილი ჰქონდა

ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი ამერიკულ-კანადური წარმოებისაა, რომელიც 2018 წელს არის გამოშვებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.

მოკვლევის მიზნით ადგილზე უკვე გაემგზავრა ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს ხელმძღვანელი, დავით გიუნაშვილი.

„ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს იყო BELL-505 ტიპის ამერიკულ-კანადური წარმოების ვერტმფრენი, რომელიც არის 2018 წელს გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულია 2018 წლის 15 ივნისს. ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება და მართავდა ძალიან გამოცდილი პილოტი. ბორტზე იმყოფებოდა კიდევ ორი მგზავრი, სამწუხაროდ, სამივე მათგანი გარდაცვლილია. ვერტმფრენი ეკუთვნის კომპანია „ავიატორი +“-სს (აჭარა ჯგუფი)“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ეკონომიკის სამინისტრო - ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი 2018 წელს იყო გამოშვებული და ტექნიკური შემოწმება გავლილი ჰქონდა

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა