აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე რიგგარეშე სესიაზე  ხმაური იყო

აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე რიგგარეშე სესიაზე ხმაური იყო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დერეფანშიც გაგრძელდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მმართველი გუნდი ნეპოტიზმში დაადანაშაულეს და მაგალითად ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში არსებული სიტუაცია მოიყვანეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ აჭარის მუნიციპალიტეტის შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში „ქართული ოცნების" აქტივისტები ფიქტიურად მუშაობენ და ისინი ბიუჯეტიდან ხელფასებს იღებენ. მათი თქმით, აჭარაში მაღალი თანამდებობის პირები ნათესავებს საჯარო სამსახურებში ასაქმებენ.

აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველი გუნდის წევრებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს ლევან ვარშალომიძის მმართველობის პერიოდი შეახსენეს და განუცხადეს, რომ ნეპოტიზმი რეგიონში სწორედ მაშინ ფიქსირდებოდა.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადგილმონაცვლეობაზეც ისაუბრეს... მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ რეგიონის საკანონმდებლო ორგანო დაბა ჩაქვიდან ბათუმში უნდა გადავიდეს, რაც ოპოზიციამ გააპროტესტა და განაცხადა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ადგილმონაცვლეობა ბიუჯეტში ხარჯებს გაზრდის და არამიზნობრივად დაიხარჯება.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა