ირაკლი კობახიძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლზე, ასევე მისი საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების შესახებ ესაუბრა.

საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტსა და რეგლამენტით გათვალისწინებულ ცვლილებებს, მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმასა და სამომავლო გეგმებს.

ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სტუდენტურ პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა