„სამოქალაქო მოძრაობამ” ახალი პროექტის „სამოქალაქო  ეზო” პრეზენტაცია გამართა

„სამოქალაქო მოძრაობის“ ახალი პროექტის - „სამოქალაქო ეზო“ პრეზენტაცია გაიმართა. საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ყოველ კვირა, სხვადასხვა სფეროში აღიარებული ადამიანები, ახალგაზრდებისთვის ღია ცის ქვეშ ლექციებს წაიკითხავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამოქალაქო მოძრაობიდან“ აცნობეს.

„ეს არის არაფორმალური სივრცე განათლების მისაღებად. აქ მოსვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება და მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღება, სპეციალურად მოწყობილ გარემოში“, - აღნიშნა „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელმა ლევან იოსელიანმა.

„სამოქალაქო ეზოში“ პირველი ლექცია, ალეკო ელისაშვილმა წაიკითხა. მან ქვეყნის ისტორიაში ქალაქების როლზე, თბილისში ურბანიზაციის განვითარების კუთხით არსებულ ვითარებაზე და საქალაქო ცხოვრებაზე ისაუბრა.

ლექციები ყოველ ოთხშაბათს ჩატარდება, დასწრება კი თავისუფალი იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა