გიგი წერეთელი - ქმედითი საპარლამენტო ზედამხედველობა ეფექტურ მმართველობას უზრუნველყოფს

საქართველოს პარლამენტი თემაზე: „საპარლამენტო ზედამხედველობა: მთავრობისგან ანგარიშვალდებულების მოთხოვნა“ ორდღიან რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის დელეგატები შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ხელმძღვანელი პირები, ექსპერტები და საელჩოს თანამშრომლები საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტებზე და მექანიზმებზე მოხსენებებს გაეცნობიან და დისკუსიებს გამართავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, რეგიონული კონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორის, ინგიბიორგ სოლმურ გისლადოტირის ვიდეო მიმართვით გაიხსნა, რომლის შემდეგაც პარლამენტის წევრმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა XXI საუკუნის დემოკრატიულ საზოგადოებაში საპარლამენტო ზედამხედველობის როლის მნიშვნელობაზე მოხსენება წარმოადგინა.

გიგი წერეთელმა, როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ეუთოს ფორმატში განხორციელებულ საზედამხედველო საქმიანობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული პარლამენტების მიერ ორგანიზაციას საპარლამენტო კონტროლის შესახებ ინფორმაციები მუდმივად მიეწოდება. მისივე ინფორმაციით, ეუთო სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის საზღვრის უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს და ეკოლოგიის საკითხები მონიტორინგს ახორციელებს და საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, შესაბამისი მხარდამჭერი ჯგუფები მუშაობს. გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 57 ქვეყანას აერთიანებს, რაც თავის მხრივ, საპარლამენტო ზედამხედველობის 57 განსხვავებულ სისტემას და მიდგომას ნიშნავს და 21-ე საუკუნეში, როდესაც თანამედროვე სამყარო ახალი გამოწვევების წინაშე დგას, მნიშვნელოვანია, რომ არსებული პრობლემების მოგვარება ერთობლივი ძალისხმევით განხორცილდეს.

„მე და ჩემი კოლეგები ვალდებულნი ვართ თავად ვიყოთ ანგარიშვალდებულნი ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ ეფექტური საპარლამენტო კონტროლი უნდა განვახორციელოთ და პარლამენტი არ უნდა გახდეს მთავრობის ნოტარიუსი. ჩვენ გვჭირდება მკაცრი კონტროლი და ეფექტური ზედამხედველობა, რაც კარგ მმართველობას განაპირობებს. ზედამხედველობის პროცესი შეიძლება მთავრობისთვის გამაღიზიანებელი იყო, თუმცა გრძელვადიან პერიოდში იგი ეფექტურ შედეგს მოიტანს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მოხსენების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტებზე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და მოქმედი მოდელები წარმოადგინეს. დისკუსიის რეჟიმში არაერთი მიდგომა და კონტროლის სისტემა იქნა განხილული. კონფერენციის დელეგატებმა საკითხის მომხსენებელს, პარლამენტის წევრს, გიგი წერეთელს საინტერესო მოხსენების წარდგენისთვის მადლობა გადაუხადეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა