დავით ზალკალიანის ინფორმაციით,  გარეჯთან დაკავშირებით  აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა ივნისში   თბილისში   გაიმართება

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა თბილისში, ივნისში გაიმართება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან, დავით გარეჯთან დაკავშირებით, ყველა აუცილებელ დეტალზე ისაუბრებენ.

"თბილისში, ივნისში უნდა გაიმართოს აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა. მოგეხსენებათ, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ბაქოში, პირველი შეხვედრის დროს იქნა მიღწეული და ძალიან მნიშვნელოვანია, , რომ ჩვენ საქმიან ვითარებაში, ყოველგვარი ემოციების გარეშე ვისაუბრებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ყველა დეტალზე", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, კონკრეტული დღე, თუ როდის გაიმართება შეხვედრა, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა