ნათია მეზვრიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, გენპროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე  ჩაანაცვლოს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა, გენერალურ პროკურორად დაინიშნოს. როგორც მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე საუბარი მასთან არ ყოფილა.

„არ ყოფილა ამ თემაზე საუბარი და გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ ამჟამინდელი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდება, ის ამ თანამდებობაზე შესაძლოა, ნათია მეზვრიშვილმა ჩაანაცვლოს.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა