ილია ელოშვილი ე.წ. ჩინელების ბაზარში ხანძარზე - დივერსიაზე და ნებისმიერ სხვა  მიზეზზე საუბარი ახლა ნაადრევია

დივერსიაზე და ნებისმიერ სხვა მიზეზზე საუბარი ახლა ნაადრევად მიმაჩნია,-ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა ლილოში ე.წ ჩინელების ბაზარში, ხანძრის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პირველი ამოცანა არის, რომ მოხდეს ხანძრის ლოკალიზება, შემდეგ კი გამოიკვლევენ, თუ რატომ გაჩნდა ხანძარი. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ვიცე-მერის თქმით, შეისწავლიან, იყო თუ არა დაზღვეული საქონელი.

„ვნახავთ იყო თუ არ იყო დაზღვეული, როგორ მუშაობდნენ ისინი, იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული და შესაბამისად მივიღებთ ზომებს",-აცხადებს ელოშვილი.

მისივე განმარტებით, ჯერჯერობით ზარალის ოდენობაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ტერიტორიაზე 20-მდე ობიექტია დამწვარი და ზარალის დათვლას "ერთი-ორი დღე დასჭირდება".

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს