„ლილო სითის“ მეპატრონე ლაურა ღაჭავა - შოკში ვარ! - რაც შეეხება დივერსიას, არ  მიმაჩნია ეს სწორად, ხელისუფლებასთან პრობლემები არ მაქვს

შოკში ვარ! ისე ვნერვიულობ. სანამ გამოძიება არ ჩატარდება, ჩემთვის ძალიან ძნელია წინასწარ რამის თქმა, - ამის შესახებ „ლილო სითის“ მეპატრონემ ლაურა ღაჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა. იგი ე.წ. ჩინელების ბაზრობის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზებზე ბაზრობის მეპატრონე ვერ საუბრობს.

„ახლა მოვედი, ამ წუთას. მე ვარ დაშოკილი. ვნერვიულობ. ჯერჯერობით, ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან მე თვითონ არ ვარ გარკვეული ამ სიტუაციაში. რაც შეეხება დივერსიას, ეს ძალიან შორს არის, მე არ მიმაჩნია ეს სწორად და ვინ თქვა, მე ესეც არ ვიცი. სანამ არ ჩატარდება გამოძიება, ჩემთვის ძალიან ძნელია წინასწარ რამის თქმა. შოკში ვარ, ისე ვნერვიულობ, ვერც ვერაფერს გეუბნებით. ძალიან ძნელია იმის თქმა, მიზანმიმართულად გაჩნდა თუ არა ხანძარი,“ - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

ამასთან, ღაჭავა ხელისუფლებასთან რაიმე დაპირისპირებას უარყოფს. მისი თქმით, ობიექტზე ფინანსურმა პოლიციამ გეგმური შემოწმება განახორციელა, თუმცა ამის ხანძართან დაკავშირება არასწორია.

„მე ხელისუფლებასთან პრობლემები არ მაქვს. იყო გეგმური შემოწმება, დოკუმენტაცია წაღებულია ფინანსურ პოლიციაში. შესაძლოა, ეს იციან აქ არენდატორებმა და ეს გითხრეს. ამ მხრივ ყველაფერი მოწესრიგებული მაქვს და არანაირი შიში არ მაქვს. ეს ხანძარი რომ მივაბათ იმ გეგმურ შემოწმებას, ნამდვილად შორს არის,“ - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!