„ლილო სითის“ მეპატრონე ლაურა ღაჭავა ხანძრის ელექტროსადენებიდან გაჩენას გამორიცხავს

„ლილო სითის“ მეპატრონის ლაურა ღაჭავას განცხადებით, ობიექტი და პროდუქცია დაზღვეული იყო. მისივე ინფორმაციით, ბაზრობაზე ელექტროსისტემა მოწესრიგებული იყო. თავად ღაჭავა ცეცხლის ელექტროსადენებიდან გაჩენას გამორიცხავს.

„სავაჭრო ობიექტები დაზღვეულია. ასევე, მოვაჭრეებს თავიანთი საქონელი დაზღვეული აქვთ. რაც მთავარია, ხანძარი არ არის ელექტროენერგიიდან გაჩენილი. ელექტროგადამცემი ხაზები ობიექტზე მოწესრიგებულია და საღამოს ყველაფერი ქრება. ამიტომ საინტერესოა, საიდან გაჩნდა ცეცხლი.

ითქვა, რომ 50-მდე მაღაზიაა დამწვარი. ჯერჯერობით არ მიშვებენ შიგნით. რაც ვნახე, არ არის დიდი და საგანგაშო დამწვრობა. სახანძრომ გადაარჩინა პროდუქციის უმეტესი ნაწილი,“ - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს