„ჩაინა ლილო სითის" არენდატორი - პროდუქციის ნაწილი იყო დაზღვეული, ნაწილი არა, მაგრამ თვითონ „ჩაინა ლილო სითის" ტერიტორია დაზღვეული იყო

„ჩაინა ლილო სითის" არენდატორის, ჩიმილ ხოს განცხადებით, მისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მისი თქმით, საწყობში ელექტროსადენები არ ყოფილა და ამიტომ, ხანძრის გაჩენის მიზეზად ელექტროგაყვანილობის გუმართაობასაც ვერ დაასახელებს. ჩიმილ ხოს განცხადებით, ყველანაირ კითხვას გამოძიების შედეგად გაეცემა პასუხი.

„დაახლოებით 10 მაღაზიაა დამწვარი. ზარალს რაც შეეხება, მისი ოდენობა 2 მილიონ ლარამდე იქნება. პროდუქციის ნაწილი იყო დაზღვეული, ნაწილი არა, მაგრამ თვითონ „ჩაინა ლილო სითის" ტერიტორია დაზღვეული იყო. არ ვიცი, საიდან გაჩნდა ხანძარი. გამოძიება ჩატარდება", - განაცხადა ჩიმილ ხომ.

ლილოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი. ადგილზე 17 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს