„ჩაინა ლილო სითის" მფლობელის იურისტი - პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, მაგრამ ცუდი გარემოებები დაემთხვა ერთმანეთს, მათ შორის ხანძრის ეს ფაქტიც

„ჩაინა ლილო სითის" მფლობელის იურისტის შალვა კაციაშვილის განცხადებით, სავაჭრო ობიექტში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ზუსტ პასუხს გამოძიება იტყვის.

როგორც შალვა კაციაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ჩაინა ლილო სითის" მფლობელს ლაურა ღაჭავას აქვს სხვა ბიზნესებიც, მათ შორის მშენებლობის მიმართულებით. იურისტის ინფორმაციით, ღაჭავას სხვა ბიზნესში რამდენიმე ნეგატიური შემთხვევა დაფიქსირდა. იურისტის თქმით, გუშინ გაჩენილ ხანძარსა და სხვა ბიზნესებში არსებულ პრობლემებს ერთმანეთთან არ აკავშირებენ, თუმცა "ცუდია,რომ ეს ფაქტები ერთმანეთს ემთხვევა".

„ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ფაქტი დავუკავშიროთ სხვა მოვლენებს, რომელიც ხდება. დღეს, კონკრეტულად არავინ არაფერს გვთხოვს, რაც ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენთვისაც ბევრი რამ არის გაუგებარი. პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, მაგრამ ვამბობთ მხოლოდ იმას,რომ ცუდი გარემოებები დაემთხვა ერთმანეთს მიყოლებით. მათ შორის ხანძრის ეს ფაქტიც. ამ ყველაფერს ერთმანეთთან არ ვაკავშირებთ, შესაძლოა, დამთხვევა იყოს",- განაცხადა იურისტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს