დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.

„ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები, ხშირად და გრილი წყლით, ხშირად გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტემპერატურა იქნება 25-29 გრადუსზე. განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ტემპერატურა სახლის შიგნით 25 გრადუსზე ზემოთ იქნება. ამ დროს, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები.

ხაზს ვუსვამ იმას, რომ მომატებულ ტემპერატურას და გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა და ბავშვებმა. თუ ივლიან, აუცილებელია, რომ არ იყვნენ თაკარა მზეზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მომატებული ტემპერატურა შეიძლება, გარკვეული დაავადებების გამწვავების რისკფაქტორი გახდეს, კერძოდ, არსებობს როგორც ინფექციური, ისე არაინფექციური დაავადებების გამწვავების რისკი.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ტემპერატურის მიმართ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულები წარმოადგენენ.

„მომატებული ტემპერატურის დროს, არის რისკი გამწვავდეს სხვადასხვა დაავადებები, არასათანადოდ შენახული საკვების გამო, ასევე არასათანადო წყლის პროდუქტების მიღების შემდეგ, შეიძლება მთელი რიგი ინფექციური დაავადებები განვითარდეს და გამწვავდეს. ამავე დროს, სითბური ტალღის დაკვრის შედეგად, შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადებები როგორც ბავშვებში, ისე ხანდაზმულებში, მაგრამ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ამ შემთხვევაში მომატებული ტემპერატურის მიმართ, გახლავთ ხანდაზმულები სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით, როგორიცაა გულსისხლძართვთა დაავადებები, დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: როგორ უნდა მოიქცეთ მაღალი ტემპერატურის დროს - დაავადებათა კონტროლი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა