ნათია თურნავა - სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 11 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირგასამტეხლო აპატია

სახელმწიფომ უკვე აპატია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 11 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირგასამტეხლო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მინისტრი აცხადებს, სახელმწიფოს მხარდაჭერა პროექტის მიმართ საქმით მტკიცდება და ეს მხარდაჭერა მათ შორის მოქნილ ვადებში გამოიხატება.

„პირველი ვადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან სამუშაოების დაწყების და ფინანსური დახურვის მიღწევის, ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხული იყო, იმის შემდეგ სახელმწიფომ რამოდენიმეჯერ გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და მოხდა ამ ვადის გადავადება. შესაბამისად, ჩვენ მათთან კვლავ ვიხილავთ ფინანსების მოზიდვის საკითხებს. სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორს 11 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირგასამტეხლო ვადების დარღვევის გამო. მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი შედგეს“, - განაცხადა თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა