ლაურა ღაჭავა - ძალიან ბევრი მტერი მყავს, ალბათ, ვიღაცას ხელს ვუშლი

საწყობი დაკეტილი იყო და მითხარით, ცეცხლი საიდან გაჩნდა?! ვინმემ რაღაც ხომ არ შეაგდო? უკვე ეჭვი მეპარება,- ამის შესახებ „ჩაინა ლილო სითის" მფლობელმა ლაურა ღაჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ხანძრის შესახებ ისაუბრა.

ლაურა ღაჭავას თქმით, ის ამ დრომდე თავს იკავებდა ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვარაუდი გამოეთქვა, თუმცა მიაწოდეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, საიდან გაჩნდა ცეცხლი "ჩაინა ლილო სითიში" წუხელ ღამით.

„მინდა, ჩემთან ერთად მოხდეს ვიდეოთვალის დალუქვა. ახლა ინფორმაციას ვიღებ,საიდანაც ცეცხლი წარმოიქმნა, იქ არც შუქი და არაფერი არ ყოფილა. უკვე ეჭვი მეპარება რაღაცებზე, რაზეც თავს ვიკავებდი. ჩინელებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ საწყობიდან გაჩენილა ცეცხლი. საწყობი დაკეტილი იყო და შუქიც არ არის. დაკეტილი იყო და მითხარით, ცეცხლი საიდან გაჩნდა?! ვინმემ რაღაცა ხომ არ შეაგდო?! თუ ვინ, ამას ვერ ვამბობ ჯერ. ძალიან ბევრი მტერი მყავს. არ ვიცი, ვის შეიძლება ეს გაეკეთებინა. ამას ჩემი შვილების საქმიანობას არა, უფრო ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ, ალბათ, ვიღაცას ხელს ვუშლი", - განაცხადა ღაჭავამ.

"ჩაინა ლილო სითის" ტერიტირიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად დამწვარ ობიექტზე შევიდნენ დაზარალებულებიც. ისინი ადგილზე ეცნობიან ხანძრის შედეგად სავაჭრო ობიეტზე შექმნილ ვითარებას.

ადგილზე შესვლის უფლება არ მიეცა ლაურა ღაჭავას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს