ნაზი ჯანეზაშვილი - გიორგი მიქაუტაძის რეგისტრაცია დარღვევით მოხდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მას იცავდნენ

გიორგი მიქაუტაძის რეგისტრაცია დარღვევით მოხდა, თუმცა მოულოდნელი არ ყოფილა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მას იცავდნენ, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებ, რომელზეც საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების 144-კაციანი სიიდან კანდიდატებად 139 პირი დარეგისტრირდა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე.

"მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში გიორგი მიქაუტაძის რეგისტრაცია მოხდა დარღვევით, ვინაიდან კანონით მკაცრად განსაზღვრულია, რომ განაცხადი სრულყოფილად უნდა იქნას შევსებული. ჩემი აზრით, ეს არის დარღვევა და მითუმეტეს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო წესი, რომლის თანახმადაც მას უნდა შეევსო განაცხადი სრულყოფილად, მაგრამ მისი განაცხადი არ იყო სრულყოფილი და შესაბამისად, მან ამ განაცხადის ფორმაში ვერ დაადასტურა, რომ აკმაყოფილებდა ამა თუ იმ კრიტერიუმს, განსაკუთრებით, ეს ეხება კეთილსინდისიერებას, კომპეტენტურობას, რის შესახებაც საბჭოს წევრს უფლება აქვს, დაუკავშირდეს ამა თუ იმ რეკომენდატორს და კითხვები დაუსვას კანდიდატურის შესახებ. თუმცა მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მას იცავდნენ და ცხადია, ისინი ბოლომდე მხარს დაუჭერენ, რომ იგი წარდგენილი იქნას პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

გიორგი მიქაუტაძეს განაცხადში სამის ნაცვლად, ორი რეკომენდატორი ჰყავდა მითითებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა