ლაურა ღაჭავას განცხადებით, ხანძრის გაჩენის მიზეზების გასარკვევად უცხოელ ექსპერტებს დაიქირავებს

„ჩაინა ლილო სითიში", სადაც ხანძრის შედეგად რამდენიმე ათეული მაღაზია და გასაყიდი პროდუქცია დაიწვა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს.

ადგილზე შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ექსპერტ-კრიმინალისტები დღის განმავლობაში ატარებდნენ.

დღეს, დამწვარ ობიექტზე შევიდნენ დაზარალებულებიც. ისინი ადგილზე ეცნობოდნენ ხანძრის შედეგად სავაჭრო ობიექტზე შექმნილ ვითარებას.

ადგილზე შესვლის უფლება არ მიეცა "ჩაინა ლილო სითის" მფლობელს ლაურა ღაჭავას.

მისი განცხადებით, აპირებს, რომ "ჩაინა ლილო სითიში" ხანძრის გაჩენის მიზეზების გასარკვევად მის მიერვე დაქირავებული, უცხოელი ექსპერტები ჩართოს. მისივე თქმით, რა პასუხიც არ უნდა მიიღოს ქართველი ექსპერტ-კრიმინალისტებისგან, ვითარების შესასწავლად უცხოელ ექსპერტებს, დამოუკიდებლად, ყველა შემთხვევაში ჩართავს.

ღაჭავას თქმით, ექსპერტები „ჩაინა ლილო სითიში" გაჩენილი ხანძრის შესასწავლად 2-3 დღის განმავლობაში ჩამოვლენ.

იხილეთ ვიდეო: ლაურა ღაჭავას განცხადებით, ხანძრის გაჩენის მიზეზების გასარკვევად უცხოელ ექსპერტებს დაიქირავებს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს