შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციაზე პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ პილოტირების შედეგები განიხილება

8 – 9 ივნისს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება კონფერენცია, რომელზეც განიხილება პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ პილოტირების შედეგები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოდან“ აცნობეს.

ღონისძიებას ესწრებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საჯარო სკოლების დირექტორები და განათლების სპეციალისტები.

„სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ სამწლიანი კვლევითი პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად სკოლის თვითშეფასებისა და განვითარების სისტემის მოდელების შემუშავებას. პროექტი სპილოტირება ჩატარდა ქალაქების, დაბებისა და მაღალმთიანი სოფლების 13 სკოლაში.

კონფერენციაზე წარმოდგენილია თვითშეფასების ის პროექტები, რომლებიც ამ სკოლებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან და საერთაშორისო კონსულტანტებთან თანამშრომლობით განახორციელეს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სკოლების თვითშეფასების ონლაინ კურსის პრეზენტაციაც, რომელიც პროექტის ფარგლებში შემუშავდა სკოლების აქტიური მონაწილეობით. კონფერენციაზე წარმოდგენილია საპილოტე პროექტის განხორციელებისას ჩატარებული კვლევის ანგარიში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა