კახა კალაძე - ხვალ, მთაწმინდელების მხარდაჭერით, ლადო კახაძე აუცილებლად გაიმარჯვებს, სხვაობა იქნება დიდი

რამდენიმე დღის წინ გამართულ დებატებში ლადო კახაძემ შალვა შავგულიძის რეალური სახე აჩვენა, - ამის შესახებ ჟურნალიატებს დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ხვალინდელ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი, ლადო კახაძე გაიმარჯვებს.

"კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მოლოდინებს რაც შეეხება, მთაწმინდელების მხარდაჭერით, აუცილებლად გაიმარჯვებს ლადო კახაძე, სხვაობა იქნება დიდი, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან დიდი თანადგომა. რამდენიმე დღის წინ დებატები იყო და ლადო კახაძემ აჩვენა რეალური სახე შავგულიძის", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება