ხვალ თბილისში STEM FEST 2019 გაიმართება

9 ივნისს, თბილისში, ისთ ფოინთის ტერიტორიაზე STEM Fest 2019 გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალი რესპუბლიკური მასშტაბით ტარდება და მასში კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები იქნებიან ჩართულნი, რომლებიც დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებსა და სამეცნიერო პროექტებს შესთავაზებენ. ღონისძიების ძირითადი ნაწილი შოუს ტიპის ექსპერიმენტებს დაეთმობა. აქვე იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის გამოგონება და მოსწავლეებისთვის შექმნილი სახალისო პროექტები.

„ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ თემატური სტენდები და თავადაც ჩაერთონ ინოვაციურ ექსპერიმენტებში. წლევანდელ ფესტივალზე ექსპერიმენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში იქნება წარმოდგენილი. ჯამში დამთვალიერებელი 50-ზე მეტ პროექტს იხილავს.

ფესტივალის მიზანია, კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში. პროექტში მონაწილეობა 12-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეს შეეძლება, რომელიც თემატურ პროექტს შესთავაზებს საორგანიზაციო კომიტეტს.

STEM ფესტივალი თბილისში IYIPO-ს საორგანიზაციო ჯგუფის ორგანიზებით ტარდება და წარმატებული მოსწავლეები უკვე IYIPO 2020-შიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას. წარმოდგენილი პროექტები ძირითადად მოიცავს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებებს.

STEM ფესტივალის ორგანიზატორი სკოლებია: ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივი“, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი.

STEM ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ტექნოპარკი, საქპატენტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალი 17:00 საათზე დაიწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა