კახა კალაძე „ჩაინა ლილო სითში" მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ჩაინა ლილო სითში" მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას შესაძლო დივერსიის შესახებ არ სმენია.

„დივერსიის თემა არ მომისმენია. გუშინ ვნახე ლაურა ღაჭავას განცხადება და დივერსიას პირიქით, უარყოფდა. შესაბამისად, ეს განცხადება არ მომისმენია. ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა ზვიად ქირიამ 6 ივნისს ხანძართან დაკავშირებით განაცხადება გააკეთა.

„მე დივერსიასაც არ გამოვრიცხავ. ამის ეჭვი იმიტომ მაქვს, რომ „ლილო სითის“ მეპატრონეზეც და ჩემზეც სახელმწიფოს მხრიდან არის ზეწოლა და ყველაფერს კადრულობენ. ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, რომელზეც არის ენით აღუწერელი ზეწოლა,“ - განაცხადა „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა ზვიად ქირიამ 6 ივნისს.

დედაქალაქის მერი "ჩაინა ლილო სითიში" მომხდარ ხანძარზე კომენტარს აკეთებს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს